უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უწყება სამხედროებისთვის პროდუქტს საბაზრო ფასთან შედარებით 2-3 ჯერ ძვირად ყიდულობდა.
სამინისტროს განცხადებით, ეს ინფორმაცია არის სიცრუე და მანიპულაცია. აღნიშნეს, რომ მედიას მოქალაქეები განზრახ შეჰყავს შეცდომაში და ისინი ფაქტის მოკვლევის მიზნით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მიმართავენ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა უმაღლეს რადას, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტების გამართვისკენ მოუწოდა, სადაც თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს საკვები პროდუქტების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.