ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში აქცია იმართება

21 იანვარი 2023, 20:06 623 ნახვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში ათასობით ადამიანი აქციას მართავს. დემონსტრანტები პედრო-სანჩესს ესპანეთის კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

როგორც მედია წერს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მადრიდის ცენტრში 30 ათასი ადამიანია შეკრებილი, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მიტინგზე 700 ათასი ადამიანია მისული.აქციის ლოზუნგია „ესპანეთისთვის, დემოკრატიისთვის და კონსტიტუციისთვის“.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს მოღალატეს უწოდებენ და მის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაციის ორგანიზატორები მემარჯვენე მოძრაობები და კონსერვატიული პარტიები არიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი