ომში ჩართული ქვეყნის დახმარებას განაგრძობენ საერთაშორისო პარტნიორები. თურქეთი მზადაა, დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს ფასილიტატორისა და შუამავლის როლი მშვიდობის დამყარებაში.
მხარეებმა ასევე უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.