"დინამო" ბათუმი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გადის, სადაც პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ "ვიძევ" ლოძის წინააღმდეგ გამართა და 2:4 დამარცხდა.
ბათუმელთა მხრიდან გოლები : ბიძინაშვილმა და მამუჩაშვილმა გაიტანეს.
"დინამომ" პირველი ნახევარი ამ შემადენლობით ითამაშა: ტკაჩენკო, რეხვიაშვილი, ქაფიანიძე, ჩაბრაძე, ჰაიდინი, ფოცხვერია, ზარია, იაკობსენი, კვერნაძე, ღუდუშაური, კაპანაძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ხარატიშვილი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ბაგრატიონი, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი, ხარებავა, ფლამარიონი, ბიძინაშვილი, ვაწაძე.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქეთში 28 იანვრამდე დარჩება და კიდევ 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.