რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, 6 კერძო, 2 სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და საბავშვო ბაღი.
უკრაინული მედიის ცნობით, საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას.