თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის ხმა ღამის პირველ საათზე გაიგეს, რამდენიმე წუთში კი უმისამართო სროლის შესახებ მეზობლები თავდამსხმელის შვილმა გააფრთხილა.
კორპუსის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ყოფილი სამხედრო ცეცხლს აივნიდან ხსნიდა, რაც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაიღუპა ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, დათო ნასრაძე და 37 წლის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი. თავდამსხმელმა კი თვითლიკვიდაცია მოახდინა.