მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა. შესრულდა დიდი აიაზმა, ე.წ. წყალკურთხევის წესი.
ტრადიციულად ამ დღეს მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და ის მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.