მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდა.
შესრულდა დიდი აიაზმა, ე.წ. წყალკურთხევის წესი. ტრადიციულად ამ დღეს მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და ის მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ნათლობა დაწესდა.