საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ. ქვეყნის პირველი პირის განკარგულებების მიხედვით, კანადაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა, კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.