ბათუმში ნურისა და არდაგანის ტბები გაწმინდეს. "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ორივე ტბა ბუნებრივია და ისინი პერიოდულად გაწმენდას საჭიროებენ.
,,ნურის ტბა’’ წყალმცენარეებისაგან იწმინდება, რაც შეეხება არდაგანის ტბას, მას სპეციალისტები სპეცტექნიკის მეშვეობით შლამისაგან, ნარჩენებისა და წყალმცენარეებისაგან ყოველდღიურად ათავისუფლებენ.
ნურის და არდაგანის ტბებზე გეგმური მონიტორინგის მიზნით წყლის ხარისხის სინჯებსაც იღებენ. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.