დიდთოვლობა ესპანეთის ჩრდილოეთში

19 იანვარი 2023, 14:18 614 ნახვა

ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში შტორმ ფაინს  დიდთოვლობა მოჰყვა.  დრონით გადაღებულ კადრებში თოვლით  დაფარული სოფლებია ასახული.  ბასკეთში  ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაეცა და გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

მთავარ ავტომაგისტრალებზე თოვლის გამწმენდი ტექნიკა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა  არ მოხდეს  სატრანსპორტო მიმოსვლის მასშტაბური  პარალიზება.

ესპანეთის საგზაო სამმართველოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურის ვარდნამ 128  ავტომაგისტრალის დაზიანება გამოიწვია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი