2022 წელს განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები, ასევე მომავალი წლის გეგმები და პრიორიტეტები განიხილა აჭარის განათლების მინისტრმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებზე, რომელიც უზრუნველყოფს აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. ასევე პრიორიტეტად რჩება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
უწყების ინფორმაციით, წელს პირველად ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი შეძლებს თავისუფალი ინიციატივების დაფინანსებას.