მარტამდე პურზე ფასი არ გაიზრდება - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ განაცხადეს. თქვეს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში ხორბლის სამთვიანი მარაგია.
ისაუბრეს იმაზეც, რომ პურზე ფასის ზრდა დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც, რადგან რუსეთი ხორბლის ძირითად მომწოდებლად რჩება. ისაუბრეს ჰასპის სტანდარტზეც, რომელიც საქართველოში წლის მეორე ნახევრიდან დაწესდება.