დნიპროში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. სხეულის დაზიანება 80-ზე მეტმა პირმა მიიღო. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ისინი სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.
14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ნაწილი მთლიანად დაინგრა.