სააკაშვილის სასამართლო პროცესი

17 იანვარი 2023, 11:20 403 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სხდომა თითქმის ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.  

ადვოკატი  პროცესის დაგვიანების მიზეზად პენიტენციური სამსახურისგან პასუხს ასახელებს, რომელმაც უნდა მისცეს ნება მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩაერთოს სასამართლო პროცესს.  

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ექიმ-ექსპერტების გამოკითხვა იგეგმება.

სასამართლოს შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში