ავღანეთის დედაქალაქში, საკუთარ სახლში მოკლეს ყოფილი დეპუტატი ქალი, მურსალ ნაბიზადა და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი. თავდასხმის დროს დაიჭრა ყოფილი პარლამენტარის ძმაც.
ქაბულის პოლიციაში ამბობენ, რომ დაცვის კიდევ ერთი წევრი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა.
32 წლის მურსალ ნაბიზადა ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქალ დეპუტატს შორის, რომლებიც 2021 წელს, თალიბანის დროს ქაბულში დარჩნენ.