თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ - ივანე ჩხაიძე

16 იანვარი 2023, 13:05 657 ნახვა

 2022 წლის ივლისამდე თუ  გაქვთ გადატანილი კორონავირუსი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა ,,ომიკრონის'' სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ ბუსტერი სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ -  ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე საუბრისას განაცხადა.

"ომიკრონის'' ის ახალი ქვევარიანტი, რომელიც რამდენიმე თვეა ცირკულირებს მსოფლიოში, ერთ-ერთ ქვევარიანტს წარმოადგენს და არ სრულიად არის ახალი მუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ რისკი არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების, ამის უკან უნდა იდგეს არა მხოლოდ უფრო გადამდები, არამედ მეტად მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვარიანტი, რაც ნამდვილად არ არის ,,ომიკრონის'' ეს ქვევარიანტი, რომელსაც ,,კრაკენის'' სახელით მოიხსენიებენ...

 

იმისთვის, რომ ეს ქვევარიანტი გახდეს შეშფოთების კატეგორიის, მას უნდა ჰქონდეს სამი თვისება: უნდა იყოს უფრო იოლად გადამდები, უნდა იწვევდეს უფრო მძიმე დაავადებას, უნდა იყოს რეზისტენტული ვაქცინის მიმართ. ამ სამი თვისებიდან ,,ომიკრონის'' ამ ახალ ვარიანტს მხოლოდ პირველი ახასიათებს. დადასტურებულია, რომ ,,ომიკრონის'' ყველა სხვა მუტაციას შორის, ეს არის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტი...

 

თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა ,,ომიკრონის'' სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ ბუსტერი სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებლები პიკს აღწევს. სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, ექიმები ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ელოდებიან. მიმართვიანობა გაზრდილია კლინიკებშიც.

ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია გრიპის ვირუსი და კორონავირუსი.

„ორივე ძალიან აქტიურია და ზამთრის პერიოდში მათი აქტიურობა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. საქართველოში ახლა რაც ხდება, არაფრით განსხვავდება პანდემიამდე პერიოდის მდგომარეობისგან. განსხვავება არის გარკვეულწილად კორონავირუსის სიჭარბე. რაც შეეხება ინფიცირების პიკს, ნოემბრის შუა რიცხვებში იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ინფიცირების მხრივ. დეკემბერი-იანვრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა არ ვამბობთ, რომ ეს შემცირება სტაბილურად გაგრძელდება. არსებობს მოლოდინი, რომ იანვარ-თებერვალში ისევ იყოს მატება. ეს მაჩვენებელი არ ცილდება საშუალო მაჩვენებელს, რაც ფიქსირდებოდა კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში. სიმძიმის თვალსაზრისით, ძირითადი საფრთხე სწორედ გრიპის ვირუსიდან მომდინარეობს. ახლა ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, ნაწილი H1N1 ტიპის ვირუსით არის გამოწვეული, ნაწილი H3N2 ტიპის ვირუსით. გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი ახასიათებს გრიპს. ამიტომ ძირითადი აქცენტი და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სწორედ გრიპზე მოდის.

სასწავლო პროცესის განახლება ყოველთვის დაკავშირებულია ბევრი ადამიანის თავმოყრასთან დახურულს სივრცეში. შესაბამისად, ინფიცირების მატება მოსალოდნელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველთვის ასე ხდებოდა წინა წლების განმავლობაში. მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა ეს მაჩვენებელი იმდენად დიდი, რომ ამას გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების რეკომენდაცია მოჰყვეს. დღევანდელი მონაცემებით, ასეთი აუცილებლობა არ არის. ინფიცირების ის ციფრი, რაც ქვეყანაშია, არ მიუთითებს, რომ ახლა დღის წესრიგში დგას სკოლებში სწავლის დაწყების გადავადების ან ფორმატის შეცვლის საკითხი. ეს არის სტანდარტული მდგომარეობა, ის, რაც ახასიათებს სეზონურ მატებას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი