რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ტვიტერზე“ განაცხადა.
ლიეტუვის ლიდერი უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის დრო მოვა.