„გემო ფესტი“ მესტიაში

14 იანვარი 2023, 11:33 556 ნახვა

გვიანობამდე გაგრძელდა გუშინ კულინარიული ფესტივალის პირველ დღეს დაგეგმილი ღონისძიებები მესტიაში. ადგილობრივები და ფესტივალის მონაწილეები ახალ წელს ღია ცის ქვეშ ელექტრონული მუსიკით შეხვდნენ.

გემო ფესტის პირველ დღეს  მისულმა სტუმრებმა ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადებული, გათანამედროვებული   სვანური  ტრადიციული კერძები დააგემოვნეს. 

დღესაც  მესტიის ცენტრში 15 საათიდან გაიხსნება 13-ვე  ჯიხური სადაც მომზადდება  სვანური  კერძები  განსხვავებული გემოებით.

პარალელურად გაიმართება გასართობი შემეცნებითი, მუსიკალური ღონისძიებები. გემო ფესტს მესტია პირველად  მასპინძლობს.  ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში