საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა - ასე ულოცავს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ.