სტიქია საქართველოში

13 იანვარი 2023, 20:06 647 ნახვა

ლანჩხუთში  კვლავ ძლიერი ქარია. ისევ ებრძვიან სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს, რომელთა მასშტაბებიც დიდია. ბათუმიდან თბილისში მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.     

რაც შეეხება დასავლეთ  საქართველოში ვითარებას სოფლები დენის, წყლისა და  გაზის, შენობები კი სახურავების გარეშეა დარჩენილი. სტიქიის  გამო იმერეთში 150 სოფელს არ აქვს დენი.  ნაწილობრივ ან სრულად სახურავის გარეშეა ასობით შენობა.  

პრობლემებია გაზის  მიწოდების კუთხითაც.

განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზაც - განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები გამოიწვიოს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში