ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იაგლანდმა შეხვედრა დღეს პრეზიდენტთან გამართა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.