სტიქიამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს - სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული

13 იანვარი 2023, 11:43 629 ნახვა

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მუნიციპალიტეტში სტიქიისგან გასულ ღამეს მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მუნიციპალური სამსახურებისა და ,,ენერგო პრო ჯორგიას'' ჯგუფების მიერ მინდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა.

ზუგდიდის მერიამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომლებიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობენ, რათა სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარის“ ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს.

გასულ ღამე არ იყო ჩვენთვის მარტივი, უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რა რაოდენობის ზარალი მოგვაყენა სტიქიამ. სტიქიურმა მოვლენებმა მუნიციპალიტეტებში გამოიწვია სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ორი ამბულატორიის შენობის, ხუთი საბავშვო ბაღის, ხუთი საჯარო სკოლის, სამი საჯარო სკოლის დარბაზისა და 20 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობა. გვიან ღამით აბაშაში, სოფელ მარანში დოლიძეების სახლს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში"- განაცხადა გეგუჩიამ.

სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარადა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი