საქართველოში სტიქიის შედეგებს ითვლიან

12 იანვარი 2023, 11:20 629 ნახვა

ჯერ კიდევ ითვლიან  მუნიციპალიტეტში უამინდობისგან მიყენებულ ზარალს კომისიები სამეგრელოში, ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში.  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. გურიასა და  იმერეთში  ხეებია  მოგლეჯილი   და ელექტროსადენები დაზიანებული.  სინოპტიკოსების   ვარაუდით, ძლიერი ქარი ქვეყანაში დღეს და ხვალ შენარჩუნდება.  დილიდან გართულებული იყო  გადაადგილება დედაქალაქშიც.

თბილისში  მესამე დღეა თოვს,  თბილსერვისის ინფორმაციით, გზები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილიც.     საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით,   ქვეყნის მასშტაბით ყველა მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები ძირითადად მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზეა დაწესებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი