აშშ-ში საჰაერო მიმოსვლა განახლდა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო შეეცადა სისტემის გათიშვის აღმოფხვრას, რომელმაც აშშ-დან ყველა ავიარეისის შესრულება შეაფერხა.
პილოტების გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი, რომლის გამოც ათასობით ავიარეისი გადაიდო, უცნობია, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯერ ვერ იპოვეს კიბერშეტევის მტკიცებულება. 5 ათას 400-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და 900 გაუქმდა ვებსაიტ ფლაიევერის თანახმად.
ოფიციალური განცხადებით, ფრენების ეტაპობრივად განახლებას რამდენიმე საათი დასჭირდება.