გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება

12 იანვარი 2023, 11:10 757 ნახვა

გიგა ჭიკაძის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ კორდეირუმ ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და მისი ოქტაგონზე დაბრუნების პერიოდი დაასახელა.

ბრაზილიელის განცხადებით, „ნინძას“ მომავალი მეტოქე, სავარაუდოდ, UFC-ის ქვესაშუალო წონის რეიტინგის მე-12 პოზიციაზე მყოფი სოდიქ იუსუფი (13-2) იქნება, რომელსაც 13 მოგება და 2 მარცხი აქვს.

"ბოლო 8 თვეში გიგამ 8 ოპერაცია გაიკეთა: ხელზე, სახეზე, იდაყვებსა და ცხვირზე. ახლა სრულად ჯანმრთელია და მზად გახლავთ კემპის დასაწყებად, რათა აპრილში სოდიქის წინააღმდეგ იჩხუბოს," - განაცხადა კორდეირუმ. ჭიკაძისა და იუსუფის ბრძოლა გასული წლის სექტემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ქართველის ტრავმის გამო დაპირისპირება არ შედგა.

გიგა UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. აქვე გეტყვით, რომ სწორედ ჭიკაძის თანაგუნდელია მარვინ ვეტორი, რომელიც მარტში რომან დოლიძის წინააღმდეგ იჩხუბებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი