თორნიკე შენგელიას „ბოლონია“ ევროლიგაზე „ჟალგირისთან“ დამარცხდა

11 იანვარი 2023, 13:56 483 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მე-18 ტურში „ჟალგირისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:87 დამარცხდა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო. ლიეტუველებმა გადამწყვეტ მეოთხედში 10 ქულით გაიმარჯვეს და ევროლიგაში მე-10 გამარჯვება მოიპოვეს.

თორნიკემ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში მე-10 მატჩი წააგო.

შენგელიას გუნდს 8 მოგება აქვს და 18-გუნდიან ცხრილში მე-12 ადგილზეა. „ვირტუს ბოლონიას“ მომდევნო მეტოქე ევროლიგის მე-19 ტურში „პანათინაიკოსი“ იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი