უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება - ზელენსკი

11 იანვარი 2023, 11:09 789 ნახვა

თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიული დამარცხებისთვის - აცხადებს  პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საჭიროება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი მორიგი ესკალაციისთვის ემზადება. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს-ამბობს უკრაინის ლიდერი.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ დონეცკში მძიმე ბრძოლების ფონზე პარტნიორებმა კიევის თანამედროვე შეიარაღებით მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი