უკრაინის ქალაქ სოლედარში სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, დაღუპულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ ვერც ითვლიან.
ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინული და რუსული მხარეები.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი დაიკავეს რუსმა სამხედროებმა და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს.
თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ.