ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის ხელისუფლებას მოუწოდებს დაზარალებულ 12 ოჯახს საცხოვრებელი იმ 25 მილიონიანი ფონდიდან შეუძინოს, რომელიც რეგიონის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ფონდი მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება და თანხები, ამ შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ლადო მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ მანიპულაციაში დაადანაშაულა.