ნიუ-იორკის ორი უმსხვილესი საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა

10 იანვარი 2023, 14:03 445 ნახვა

ნიუ-იორკში ორი უმსხვილესი საავადმყოფოს 7 ათასზე მეტმა ექთანმა საპროტესტო აქცია გამართა. მედპერსონალი კადრების დეფიციტის გამო გართულებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებს და ხელფასების მატებას ითხოვს.

საპროტესტო აქციაში ნიუ-იორკის ორი უმსხვილესი კლინიკის საავადმყოფოების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

პროფკავშირის განცხადებით, ხელფასების 19-პროცენტიანი ზრდის შეთავაზება არ არის საკმარისი მედპერსონალის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.

პროტესტის გამო საავადმყოფოებში გადაიდო ოპერაციები და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა.

ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა  განაცხადა, რომ მისი გუნდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და, რომ ქალაქის ჯანდაცვის სისტემა მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გაფიცვების გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში