ბრაზილიის იუსტიციისა და უშიშროების მინისტრის ფლავიო დინოს განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1500-ს აღწევს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.
მისივე თქმით, მთავრობა მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ მოქალაქეებისგან უკვე მიიღეს 13 ათასი ელექტრონული წერილი.