რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქი „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.
უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შეიძლება, ადამიანები იმყოფებოდნენ.