''დინამო'' ბათუმმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა

09 იანვარი 2023, 10:08 578 ნახვა

დინამო ბათუმმა ოთხი ფეხბურთელის დამატების შემდეგ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. ასევე, უკრაინელი მეკარე საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში სინჯებზე იმყოფება. ბათუმელთა რიგებში 30 წლის ფორვარდი თორნიკე კაპანაძე ითამაშებს, რომელმაც ბოლო ორი სეზონი „დილაში“ ჩაატარა და გორელთა მაისურით ეროვნულ ლიგაში 19 გოლი გაიტანა. კაპანაძე სხვადასხვა დროს სამტრედიაში, ქუთაისის ტორპედოში, ზესტაფონსა და დინამო თბილისში გამოდიოდა.

ბათუმური გუნდის რიგებში ივარჯიშებს უკრაინელი მეკარე ოლეკსანდ ტკაჩენკო. 29 წლის მეკარეს კარიერის დიდი ნაწილი პოლტავას ვორსკლაში აქვს გატარებული. შეგახსენებთ, რომ დინამომ გასული წლის ბოლო ოთხი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

გუნდს სერბი მცველი სტეფან ჰაიდინი, ეგვიპტელი შემტევი ალეკსანდერ იაკობსენი, ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი და ახალგაზრდა, 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონი შეუერთდა. აქვე გეტყვით, რომ რვა წლის შემდეგ დინამო დატოვა მეკარე მიხეილ ალავიძემ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი