დღეს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გაგრძელდება. პროცესზე რომელიც 12 საათზეა ჩანიშნული, დაიკითხებიან ქართველი ექსპერტები, რომლებიც სასამართლოს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე დასწრებას ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.