პანდემიის სამი წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გახსნა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს,
მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ჩასულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ნულოვანი „კოვიდის“ პოლიტიკის ბოლო ეტაპი გააუქმა. გასული თვის განმავლობაში ჩინეთმა შეამსუბუქა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდრეჟიმი, რასაც წინ უძღოდა ისტორიული პროტესტი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდა ხშირ ტესტირებას, მოძრაობის შეზღუდვასა და მასობრივ ჩაკეტვას, რამაც მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა.