თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა. დაშავებულია სამი ადამიანი. მრავლობითი დაზიანებებით დაშავებულთაგან ერთი თბილისის საუნივერსიტეტო, ორი კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა და დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. პაციენტები კონტაქტურები არიან და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.