პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა შეფასებები როგორც პოლიტიკოსების, ასევე თეოლოგების მხრიდან. პოლიტიკოსები ყურადღებას პატრიარქის მკაფიო გზავნილებზე ამახვილებენ და ეპისტოლეს შინაარსის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
რაც შეეხება თეოლოგებს რომლებიც საპატრიარქოს კრიტიკით გამოირჩევიან, მათი ნაწილი პატრიარქისგან უფრო მკაფიო პოლიტიკურ გზავნილებს ელოდა.
მათთვის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე, როგორც თავად ამბობენ, სხვა წლებისგან განსხვავებით უშინაარსოა.