მიუხედავად რუსეთის მიერ გამოცხადებული ორდღიანი ზავისა, ოკუპანტები უკრაინის მისამართით ცეცხლის შეწყვეტის პირობას არ ასრულებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 20 დარტყმა განახორციელეს.