შობის დღესასწაულის აღსანიშნად ყველა ტაძარში ღამისთევით წირვა ჩატარდება. საშობაო სადღესასწაულო წირვა ლოცვა ბათუმის ღვთიმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ღამის 12 საათზე დაიწყება და მას მეუფე დიმიტრი აღავლენს.
რაც შეეხება ალილოს, მსვლელობის მონაწილეები ტაძართან ხვალ დილით, 12 საათიდან შეიკრიბებიან და ქალაქის ქუჩებს ლოცვითა და გალობით მოივლიან.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 40 დღიანი მარხვა სრულდება.