მაჭახლის ხეობის ახალი სტატუსი

06 იანვარი 2023, 12:06 2008 ნახვა

და კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა და რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.   მაჭახლის ხეობა   დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, შესაბამისად  საქართველოს კიდევ ერთი დაცული ლანდშაფტი შეემატა.  

მაჭახლის ხეობა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, რომელიც ასევე იყო   ევროპა-აზიის დამაკავშირებელი  აბრეშუმის გზაც. მატერიალური თუ არამატერიარული კულტურული მემკვიდრეობის გამო ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცდა სექტემბერში,  კანონი კი ძალაში 1 იანვრიდან შევიდა.  

კანონპროექტის ინიციატორების თქმით, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს  ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, კულტური და ისტორიული თავისებურებებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას. დაცული ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებლობა ხელვაჩაურის მერიას ეკისრება,  ადმინისტრაციას კი სახელმწიფო  180 ათასი ლარით დააფინანსებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი