საფეხბურთო კლუბი ‘’გონიო’' ახალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს. გასულ სეზონში გუნდი საქართველოს რეგიონულ ლიგაში ასპარეზობდა და ლიგა 4-ის საგზური მოიპოვა. გუნდმა 4 ახალი მოთამაშე მეკარე რომა ტაკიძე, ნახევარმცველი ვაკო თევდორაძე, მცველი მირზა ფარტენაძე და ასევე ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე დაიმატა.
28 წლის ტაკიძემ კარიერის ძირითადი ეტაპი ''დინამო'' ბათუმში გაატარა, ასევე სხვადასხვა დროს ქობულეთის ''შუქურას'' , ''მაჭახელას' და ქედის ''ბეთლემის'' კარს იცავდა.
29 წლის თევდორაძემ გასული სეზონი ''შუქურაში'' გაატარა , მანამდე კი მთელი კარიერა ''დინამო'' ბათუმის შემადგენლობაში თამაშობდა და დიდი ხნის განმავლობაში გუნდის კაპიტანიც იყო.
32 წლის მირზა ფარტენაძე სხვადახვა დროს ''დინამო'' ბათუმის , ხელვაჩაურის ''მაჭახელას'' და ქობულეთის ''შუქურას'' წევრი იყო.
29 წლის ბექა ვარშანიძე კი ''დინამო'' ბათუმში , ქობულეთის ''შუქურაში'', ''თელავში'', ''ვენსპილსში'' და ''შევარდენში'' თამაშობდა.
''გონიომ'' აქამდე კიდევ ორი ტრანსფერი განახორციელა. გუნდს გიორგი ჩელებაძე და თემო კეპულაძე შეუერთდნენ.
სიახლეებია ასევე მწვრთნელთა შტაბშიც . გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამირან გოგიტიძე დაინიშნა, ხოლო მეკარეების მწვრთნელი კი გამოცდილი სპეციალისტი იური მამინაშვილი იქნება.