უკრაინის მთავარი მზვერავი რუსეთის შიგნით თავდასხმებს აანონსებს

05 იანვარი 2023, 10:51 602 ნახვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას ძალიან გაუხარდა 26 დეკემბერს რუსეთის ენგელსის აეროდრომის დაბომბვის  ფაქტი, თუმცა  ომის დასრულებამდე მასზე პასუხისმგებლობის აღებისგან თავი შეიკავა.

კირილო ბუდანოვმა ამის შესახებ  ეი-ბი-სი ნიუსთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა. კითხვაზე, იქნება თუ არა მეტი თავდასხმები რუსეთის შიგნით, უკრაინის მთავარმა მზვერავმა  თქვა, რომ თავდასხმები  სულ უფრო ღრმა და ღრმა იქნება ქვეყნის შიგნით.   

26 დეკემბერს უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რუსეთის საჰაერო სივრცეში ასობით კილომეტრში შეაღწია და იერიში მიიტანა მოსკოვის სტრატეგიული ბომბდამშენების მთავარ ბაზაზე. დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი