აშშ წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდნილი 6 კენჭისყრა

05 იანვარი 2023, 10:31 491 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ახალი, 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატა ისევ სპიკერის გარეშეა. ამ თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო სულ მცირე 218 ხმა თანაპარტიელებისგან ვერც 4 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ. მის სპიკერობას ულტრა-კონსერვატორი რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან.  

ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც პირველად 3 იანვარს შეიკრიბა, ორ დღეში 6 კენჭისყრა ჩატარდა.

ამ დროისთვის ბოლო, მეექვსე კენჭისყრისას მაკკარტიმ თანაპარტიელი რესპუბლიკელების 201 ხმა მიიღო.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი