ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მორიგი კონცერტი ევროპის მოედანზე გუშინ ბათუმურმა მუსიკალურმა ჯგუფებმა გამართეს.
ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ როკ ჯგუფ “ქრაშ”-ის, ბენდი ქართულისა და დიეჯი ხილას მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.
საახალწლო ღონისძიება დღესასწაულის მთავარ ლოკაციაზე, ევროპის მოედანზე დღესაც გაიმართება, 18 საათიდან დაგეგმილია ჯგუფებისა და ბენდების: სქულ ფრენდს, ელროვ, ელანძე , დიჯეი მაქსიკ, დიჯეი დავით ვოლკოვის კონცერტი.