პატრიარქის საიუბილეოდ ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართება

04 იანვარი 2023, 14:40 535 ნახვა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალა-კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. როგორც ცნობილია, კონცერტს თავად ილია II-ც დაესწრება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე. როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის. 

საღამო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი