ქართული ენის კურსები მუჰაჯირებისთვის

03 იანვარი 2023, 14:58 1219 ნახვა

უცხო მიწაზე,  დავიწყების პირას მისული ქართული ენის გადასარჩენად თურქეთში ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ქალაქ ჩარშამბაში მუჰაჯირებმა წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები გახსნეს.

მშობლიური ენის პირველი კლასი ქართული კულტურის ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა  და უკვე 18 მოსწავლე ჰყავთ.

ქართულ ენას აქ მოზარდებთან ერთად შუახნის ასაკის მუჰაჯირებიც ეუფლებიან, იმ  ქართველების შთამომავლები, რომლებმაც საქართველო  რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რელიგიური თუ სხვა მიზეზების გამო დატოვეს და  საცხოვრებლად თურქეთში გადავიდნენ. ჩარშამბა საქართველოს საზღვრიდან  მოშორებითაა და აქაურებს საქართველოში მყოფ ნათესავებთან  კონტაქტი თითქმის არ აქვთ.

შესაბამისად მშობლიურ ენაზე საუბარი უჭირთ. ქართული ენის შემსწავლელი კურსის გახსნის მიზანი  სწორედ ენის გადარჩენაა.  ვრცლად რეპორტაჟი მთვარშ 8 საათზე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი