უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი და „ორლან-10“ ტიპის 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს.
"გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 77 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მტერმა 6-ვე სარაკეტო და 30 საჰაერო დარტყმა მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.