ახალი წელი მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა. ცენტრი ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.
დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს, ელექტროსადგურების, ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში. მათ ასევე ევალებათ ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლი და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვა-მონიტორინგი.