საახალწლო კონცერტები გრძელდება ქობულეთშიც. დასკვნით კონცერტზე დღეს ჯგუფი ,,რერო“ იმღერებს.
რაც შეეხება პროგრამას, შესრულდება მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქალაქური ჟანრის სიმღერები. ღონისძიება 18 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაიწყება.
ჯგუფი ,,რეროს“ შემდეგ კი გარდა სცენა დაეთმობა კიდევ ერთ პოპულარულ ჯგუფ- ,,ფორტეს“. საახალწლო ღონისძიებებისთვის ქობულეთის მერიამ 230 ათასი დახარჯა.
საზეიმო კონცერტები 25 დეკემბერს დაიწყო და როგორც უკვე გითხარით დღეს სრულდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.